ჯოზეფ ბორელი – მხარდაჭერას გამოვხატავ ესპანეთის მიმართ აშშ-ისა და ისრაელის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის დაგმობისა და ერთობლივი სამხედრო ბაზების გამოყენების ნებართვაზე უარის გამო

01:49, 04.03.2026

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი მხარდაჭერას უცხადებს ესპანეთის ხელისუფლებას, რომელმაც, მისი თქმით, აშშ-ს ერთობლივი სამხედრო ბაზების გამოყენების ნებართვა არ მისცა. ამის შესახებ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.

„სრულ მხარდაჭერას გამოვხატავ ესპანეთის მთავრობის მიმართ აშშ-სა და ისრაელის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის დაგმობასა და ესპანეთ-აშშ-ის ერთობლივი სამხედრო ბაზების გამოყენებაზე ნებართვის არმიცემის გამო. ეს ევროკავშირის საფუძვლად დადებული პრინციპებისა და ეროვნული სუვერენიტეტის დადასტურებაა“, –  წერს ჯოზეფ ბორელი.

ცნობისთვის, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი აცხადებს, რომ „ესპანური საზოგადოება ირანის რეჟიმის წინააღმდეგია, ამავდროულად, წინააღმდეგია გაუმართლებელი, საშიში სამხედრო ჩარევის, რომელიც საერთაშორისო სამართალს სცდება“.

მსგავსი