ჯოზეფ ბორელი ლიბან-ისრაელის საზღვარზე არსებული სიტუაციის განსახილველად ლიბანში ჩავა
ჯოზეფ ბორელი ლიბან-ისრაელის საზღვარზე არსებული სიტუაციის განსახილველად ლიბანში ჩავა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ლიბან-ისრაელის საზღვარზე არსებული საკითხების განსახილველად ლიბანში ჩავა.

ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბორელი რეგიონული ესკალაციის თავიდან არიდების აუცილებლობაზე ისაუბრებს.

„მისია უკავშირდება ღაზისა და მის გარშემო არსებული სიტუაციის ყველა ასპექტის განხილვას, მათ შორის მის გავლენას რეგიონზე, განსაკუთრებით ისრაელ-ლიბანის საზღვარზე არსებულ ვითარებას, ისევე, როგორც რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილების მნიშვნელობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ბორელი ლიბანში მიმდინარე კვირის ბოლომდე დარჩება და შეხვდება ლიბანის პარლამენტის სპიკერს, ლიბანის პრემიერ-მინისტრს, ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელსა და ლიბანის შეიარაღებული ძალების მეთაურს.