ჯოზეფ ბორელი - ლავროვმა კიდევ ერთხელ უნდა გაიგოს ყველასგან, რატომ გმობენ რუსეთს და შეძლებს, შეატყობინოს კრემლის მეთაურს, რომ ევროკავშირი და ეუთო რჩებიან ერთიანი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ
ჯოზეფ ბორელი - ლავროვმა კიდევ ერთხელ უნდა გაიგოს ყველასგან, რატომ გმობენ რუსეთს და შეძლებს, შეატყობინოს კრემლის მეთაურს, რომ ევროკავშირი და ეუთო რჩებიან ერთიანი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ

ევროკავშირი და ეუთო კვლავ ერთიანად დგანან უკრაინის უკან, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთო-ს სამიტის წინ გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

„ლავროვმა კიდევ ერთხელ უნდა გაიგოს ყველასგან, თუ რატომ გმობენ რუსეთს და რატომ არის ის იზოლირებული. კარგი შემთხვევა იქნება მისთვის, ამ შეხვედრის მონაწილეებისგან პირდაპირ მოისმინოს, თუ რატომ გმობენ რუსეთს და რატომაა ის იზოლირებული. შემდეგ კი ის შეძლებს, დაბრუნდეს კრემლში და შეატყობინოს კრემლის მეთაურს, რომ ევროკავშირი და ეუთო რჩებიან ერთიანი რუსეთის აგრესიული, უკანონო ქცევის წინააღმდეგ”, – განაცხადა ბორელმა.

ეუთო-ს მინისტერიალი 30 ნოემბრიდან პირველ დეკემბრამდე პერიოდში ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გაიმართება. მას დაესწრება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ლავროვის მონაწილეობამ გამოიწვია ბალტიის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების – ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების, ასევე უკრაინის დელეგაციის ბოიკოტი. ისინი არ დაესწრებიან ეუთო-ს მინისტერიალს.