ჯოზეფ ბორელი – კახოვკის კაშხლის განადგურება არის რუსეთის სისასტიკის ახალი განზომილება, რომელიც საფრთხეში აგდებს ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეს
უკრაინაში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი გამოეხმაურა.
„კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურება არის რუსეთის სისასტიკის ახალი განზომილება, რომელიც საფრთხეში აყენებს ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეს. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები ომის დანაშაულად ითვლება. ჩვენ ვთანამშრომლობთ უკრაინასთან დახმარების უზრუნველსაყოფად“, – წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი „ტვიტერზე“.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის ძალებმა დღეს დილით ააფეთქეს ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი. ხერსონიდან მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე ნაწილობრივ ან მთლიანად დატბორილია.
The destruction of the #KakhovkaDam represents a new dimension of Russian atrocities, putting the lives of hundreds of thousands of civilians at risk.
Attacks on civilian infrastructure qualify as war crimes.
We are in touch with Ukraine to ensure our assistance@JanezLenarcic https://t.co/h5uiRZuuw4
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) June 6, 2023