ჯოზეფ ბორელი - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ირანმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერა
ჯოზეფ ბორელი - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ირანმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერა

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს სატელეფონო საუბრისას რუსეთის მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორელი საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.

„ჩვენ განვიხილეთ ირანისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს თანამშრომლობის საკითხი, რომელიც ბოლო პერიოდში გაძლიერდა. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ირანმა უნდა განაგრძოს ეს თანამშრომლობა, შეწყვიტოს რუსეთის ომის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ, შეაჩეროს ევროკავშირის მოქალაქეების ინსტრუმენტალიზაცია“, – დაწერა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ამასთან, ბორელი წერს, რომ სატელეფონო საუბრისას ასევე დაგმო ირანისა და შვედეთის ორმაგი მოქალაქის, ჰაბიბ ჩააბის სიკვდილით დასჯის ფაქტიც, რომელსაც ტერორიზმში ედებოდა ბრალი.