ჯოზეფ ბორელი - გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიაში გაჭიანურებული კონფლიქტების გადაწყვეტა მხოლოდ ეუთო-ს პრინციპების შესაბამისად არის შესაძლებელი
ჯოზეფ ბორელი - გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიაში გაჭიანურებული კონფლიქტების გადაწყვეტა მხოლოდ ეუთო-ს პრინციპების შესაბამისად არის შესაძლებელი

გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიაში გაჭიანურებული კონფლიქტების გადაწყვეტა მხოლოდ ეუთო-ს პრინციპების შესაბამისად არის შესაძლებელი და ეს ეხება, როგორც ყარაბაღს, ასევე საქართველოს და მოლდოვას, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 27-ე შეხვედრაზე განაცხადა.

ბორელის თქმით, ეუთო-ს სივრცის სტაბილურობა ევროკავშირისთვის პრიორიტეტია და მზად არის, მოახდინოს ყველა ინსტრუმენტის და პოლიტიკის მობილიზება აღნიშნული მიზნის მისაღწევად.

„ჩვენ აღმოსავლეთ სამეზობლოში, ახლა ვქმნით სამომავლო აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალ დღის წესრიგს, რომელიც წლების განმავლობაში მოსახლეობას ხელშესახებ შედეგებს მოუტანს. ეუთო-ს სივრცეში საჭიროა სამხედრო სტაბილურობა, გამჭვირვალობა და პროგნოზირებადობა. ეუთო მსოფლიოს უდიდესი რეგიონული უსაფრთხოების ორგანიზაციაა, რომელიც გვაძლევს დიალოგის და ნორმატიული ჩარჩოს უნიკალურ პლატფორმას. ევროკავშირის სრულად უჭერს მხარს ეუთოს ყოვლისმომცველ მიდგომას უსაფრთხოების, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზომებს“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.