ჯოზეფ ბორელი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი და სუამის გენერალური მდივანი ილია დარჩიაშვილს მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავენ
ჯოზეფ ბორელი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი და სუამის გენერალური მდივანი ილია დარჩიაშვილს მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავენ

უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი და სუამის გენერალური მდივანი, ალთაი ეფენდიევი ილია დარჩიაშვილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„მოუთმენლად ველი თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის გაძლიერების მიზნით. ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის კონტექსტში, რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევის დასაძლევად”- წერს ჯოზეფ ბორელი „ტვიტერის“ ის პირად გვერდზე.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თქვენი დიდი პროფესიული გამოცდილება და ღრმა ცოდნა საუკეთესოდ მოემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს  ამ გამოწვევებით აღსავსე დროს“, – წერს მისალოც წერილში სუამის გენერალური მდივანი, ალთაი ეფენდიევი და იმედს გამოთქვამს, რომ ილია დარჩიაშვილის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში რეგიონული თანამშრომლობა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის ფარგლებში კიდევ უფრო გაძლიერდება.

„მოუთმენლად ველი თქვენთან ერთად მუშაობას იმ გამოწვევების დასაძლევად, რომელთა წინაშეც დღეს დგას ევროპა და ევროპის საბჭო“, – წერს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი მისალოც წერილში.