ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირის საბჭომ ამ კვირაში უნდა გააგზავნოს სიგნალი, რომ დავიწყოთ მომზადება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროპული ინტეგრაციისთვის
ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირის საბჭომ ამ კვირაში უნდა გააგზავნოს სიგნალი, რომ დავიწყოთ მომზადება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროპული ინტეგრაციისთვის

ევროკავშირის საბჭომ ამ კვირაში უნდა გააგზავნოს სიგნალი, რომ ჩვენ დავიწყოთ მომზადება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროპული ინტეგრაციისთვის, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„თქვენ იცით, რომ ევროკავშირის საბჭომ მოგვიანებით, ამ კვირაში უნდა გააგზავნოს სიგნალი, რომ ჩვენ დავიწყოთ მომზადება უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ევროპული ინტეგრაციისთვის. ეს არის ძლიერი სიგნალი. ეს არის გზავნილი, უნდა გაიგონ არა მხოლოდ უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში, არამედ მისი ექო უნდა გაისმას ხმამაღლა, ჩვენს საზღვრებს მიღმა, როგორც ჩვენი ძლიერების, ერთიანობის და ამ სამი ქვეყნის მხარდაჭერის მანიფესტაცია“,- განაცხადა ბორელმა.