ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირის პოზიცია უკრაინის სუვერენიტეტისადმი უცვლელია, ეს პოზიცია რუსეთში ვიზიტის დროს, სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროსაც დავაფიქსირე
ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირის პოზიცია უკრაინის სუვერენიტეტისადმი უცვლელია, ეს პოზიცია რუსეთში ვიზიტის დროს, სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროსაც დავაფიქსირე

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა უკრაინის პრემიერ-მინისტრს განუცხადა, რომ რუსეთში ვიზიტის დროს უკრაინის საკითხზე ისაუბრა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„პრემიერ-მინისტრი დავარწმუნე, რომ ევროკავშირის პოზიცია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი უცვლელია. ეს პოზიცია რუსეთში ვიზიტის დროს, სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროსაც დავაფიქსირე და აღვნიშნე, რომ აუცილებელია მინსკის შეთანხმების შესრულება. თქვენ იცით, რომ ევროკავშირი არ აღიარებს ყირიმის უკანონო ანექსიას“, – განაცხადა ბორელმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს.

ჯოზეფ ბორელი  რუსეთში ოფიციალური ვიზიტით გასულ კვირას იმყოფებოდა.