ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი მტკიცედ არის მოწოდებული, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე
ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი მტკიცედ არის მოწოდებული, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე

ევროკავშირი მტკიცედ არის მოწოდებული, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.

„ქართველი ხალხი იზიარებს ევროკავშირის ღირებულებებს და მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას. ევროკავშირი მტკიცედ არის მოწოდებული, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ეს ისტორიული მომენტი“, – წერს სოციალურ ქსელში ჯოზეფ ბორელი და გამოცემა Civil.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუს აზიარებს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს დღეს ეწვევა.