ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი გამოხატავს მწუხარებას ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და სხვა ირანელი ოფიციალური პირების დაღუპვის გამო
ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი გამოხატავს მწუხარებას ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და სხვა ირანელი ოფიციალური პირების დაღუპვის გამო

ევროკავშირი თანაგრძნობას უცხადებს ყველა დაღუპულის ოჯახებს და ირანის მოქალაქეებს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაშია ნათქვამი.

„ევროკავშირი გამოხატავს მწუხარებას ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰუსეინ ამირ აბდოლაჰიანისა და სხვა ირანელი ოფიციალური პირების დაღუპვის გამო, რომლებიც ვერტმფრენის ტრაგიკულად ჩამოვარდნის მონაწილეები გახდნენ. ევროკავშირი თანაგრძნობას უცხადებს ყველა დაღუპულის ოჯახებს და ირანის მოქალაქეებს“, – წერს ბორელი.

ირანულმა მედიამ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვა დაადასტურა.