ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან
ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საკითხთა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ჯოზეფ ბორელს შეხვდა.

აღნიშნული შეხვედრის შესახებ თავად ბორელი სოციალურ ქსელში წერს.

„მოხარული ვარ, რომ ფიზიკურად ჩავატარეთ სამიტი ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორობის პარტნიორებთან ერთად. მის ფარგლებში გავცვალეთ აზრები დავით ზალკალიანთან. მასთან ერთად განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოება და ორმხრივი საკითხები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია.

ევროკავშირი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან. ჩვენ ვაგრძელებთ მდგრადობის, აღდგენისა და რეფორმების მხარდაჭერას“, – წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი Twitter-ის პირად გვერდზე.