ჯოზეფ ბორელი - ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში მექნება შესაძლებლობა, შევხვდე აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს
ჯოზეფ ბორელი - ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში მექნება შესაძლებლობა, შევხვდე აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ეუთო-ს მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა, რომ მინისტერიალის ფარგლებში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება.

ბორელის თქმით, ის მოუწოდებს აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაინახონ შესაძლებლობა, რომ მიაღწიონ მშვიდობას.

„მინისტერიალის ფარგლებში მექნება შესაძლებლობა, შევხვდე აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ვფიქრობ, ეს არის ისტორიული შესაძლებლობა, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობას მივაღწიოთ. ჩვენ მოვუწოდებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაინახონ ეს შესაძლებლობა. ჩვენ მივავლინეთ მისია, რომელიც უნდა დაეხმაროს მათ ცეცხლის შეწყვეტასა და სიმშვიდის შენარჩუნებაში, ისევე როგორც იმაში, რომ მხარეებმა ისაუბრონ“, – განაცხადა ბორელმა.