ჯოზეფ ბორელი - ძალიან მნიშვნელოვანია მესიჯის გაგზავნა, რომ რუსეთის საზღვრიდან დასავლეთით, ევროპულ კონტიტენტზე, ევროკავშირის წევრი თუ არაწევრი ქვეყანა ერთად დგას
ჯოზეფ ბორელი - ძალიან მნიშვნელოვანია მესიჯის გაგზავნა, რომ რუსეთის საზღვრიდან დასავლეთით, ევროპულ კონტიტენტზე, ევროკავშირის წევრი თუ არაწევრი ქვეყანა ერთად დგას

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მესიჯის გაგზავნა, რომ რუსეთის საზღვრიდან დასავლეთით, ევროპულ კონტიტენტზე, ევროკავშირის წევრი თუ არაწევრი ქვეყანა ერთად დგას, – ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის წინ გააკეთა.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი თუ არაწევრი ქვეყანა წარმოადგენს ერთიან ფრონტს რუსეთის წინააღმდეგ.

„აბრევიატურაში EU, E – ევროპაა, ხოლო U – კავშირს ნიშნავს. არიან წევრები, ვისაც სურთ, ევროკავშირის წევრობა, სხვებს არ სურთ. ზოგი იყო და ახლა აღარაა, მაგრამ ყველა მათგანი ახლა ზის და განიხილავს, წარმოადგენს ერთიან ფრონტს რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, პირველი ნაბიჯი ევროპაში დიდი კოალიციის შესაქმნელად, რომელიც უპირისპირდება რუსეთს“, – განაცხადა ბორელმა.

ამასთან, შეხვედრაზე, რომელზეც დღეს განიხილება უკრაინის დახმარების საკითხი და ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის გზები ევროპაში, ბორელის განცხადებით, უნდა შემცირდეს ენერგიის ფასები, „მაგრამ ეს როგორც ეკონომიკური საკითხი, ისე პოლიტიკური საკითხია“.

„რუსეთი გაზის ფასებით თამაშობს, თუ გადავხედავთ მათ გადაწყვეტილებას ნავთობის მიწოდების შემცირებაზე, რაც მკაფიო პასუხია ჩვენს შეთავაზებაზე ზედა ზღვრის დაწესებასთან დაკავშირებით. დღემდე ნავთობბაზარზე დომინირებდა მონოპოლისტური მხარე. ახლა გვსურს ამ ფასების შეზღუდვა და დაუყოვნებლივი პასუხი იყო მიწოდების შემცირება. ეს ნიშნავს, რომ ენერგეტიკა გეოსტრატეგიული საკითხია, რომელიც დაკავშირებულია ომთან და მსოფლიოში ძალთა ბალანსის გადანაწილებაზე“, – განაცხადა ბორელმა.