ჯოზეფ ბორელი – დონალდ ტრამპმა სანქციები დაუწესა ტიერი ბრეტონს და სხვა ევროპელებს, ვგმობ ამ გადაწყვეტილებას და მათ სოლიდარობას ვუცხადებ
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ყოფილი ევროკომისრის ტიერი ბრეტონის მიმართ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს ეხმაურება.
ბორელი ბრეტონს სოლიდარობას უცხადებს და აშშ-ის გადაწყვეტილებას გმობს.
„დონალდ ტრამპმა სანქციები დაუწესა ჩემს ყოფილ კოლეგას, ტიერი ბრეტონს და სხვა ევროპელებს, ინფორმაციის ხარისხის მონიტორინგის შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობის გამოყენების სურვილის გამო. მე სრულად ვგმობ ამ გადაწყვეტილებას და მათ სოლიდარობას ვუცხადებ“, – წერს ის.
ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ში შესვლა აუკრძალა ხუთ პირს, რომლებიც ამერიკულ ონლაინ პლატფორმებზე მასალების ცენზურას ახდენდნენ, ერთ-ერთი მათგანი ყოფილი ევროკომისარი ტიერი ბრეტონია.
@realDonaldTrump has sanctioned my former colleague @ThierryBreton and other Europeans for wanting to apply EU legislation on monitoring the quality of information. I fully reject this decision and express all my solidarity with them.
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) December 24, 2025