ჟოზეფ ბორელი - ჩემი გადასაწყვეტი არ არის, უნდა ჩატარდეს თუ არა ახალი არჩევნები, შემიძლია გითხრათ, რომ ეუთო-მ საპარლამენტო არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად მიიჩნია
ჟოზეფ ბორელი - ჩემი გადასაწყვეტი არ არის, უნდა ჩატარდეს თუ არა ახალი არჩევნები, შემიძლია გითხრათ, რომ ეუთო-მ საპარლამენტო არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად მიიჩნია

ჩემი გადასაწყვეტი არ არის, უნდა ჩატარდეს თუ არა ახალი არჩევნები საქართველოში, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები შეიძლება იყოს ეფექტიანი გამოსავალი, ჟოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ეუთო-მ საქართველოში ჩატარებული არჩევნები მიიჩნია, როგორც თავისუფალი და სამართლიანი.

„ჩემი გადასაწყვეტი არ არის, უნდა ჩატარდეს თუ არა ახალი არჩევნები საქართველოში. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეუთო-მ მიიჩნია ეს არჩევნები, როგორც თავისუფალი და სამართლიანი“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.