ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზის გაცემის აკრძალვას საჭირო მხარდაჭერა არ ექნება
ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზის გაცემის აკრძალვას საჭირო მხარდაჭერა არ ექნება

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზის გაცემის აკრძალვას საჭირო მხარდაჭერა არ ექნება. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ ბორელმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„არ მგონია, რომ რუს მშვიდობიან მოსახლეობასთან ურთიერთობის გაწყვეტა დაგვეხმარება და არ მგონია, რომ ამ იდეას საჭირო ერთსულოვნება ექნება“, – განაცხადა ბორელმა.

როგორც „როიტერი“ წერს, მიმდინარე კვირის ბოლოს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბებიან რუსეთი სმოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვის საკითხის განსახილველად.

„ვფიქრობ, ჩვენ უნდა გადავხედოთ ზოგი რუსისთვის ვიზების გაცემის გზებს, ოლიგარქებს, რა თქმა უნდა, არა. ჩვენ უფრო შერჩევითები უნდა ვიყოთ. მაგრამ არ ვარ ყველა რუსისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის მომხრე“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.