ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ მოხარული იქნება, თუ დონალდ ტრამპი უკრაინას ომის 24 საათში დასასრულებლად „ჯადოსნურ ფორმულას“ შესთავაზებს
ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ მოხარული იქნება, თუ დონალდ ტრამპი უკრაინას ომის 24 საათში დასასრულებლად „ჯადოსნურ ფორმულას“ შესთავაზებს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ის მოხარული იქნება, თუ დონალდ ტრამპი უკრაინას ომის 24 საათში დასასრულებლად „ჯადოსნურ ფორმულას“ შესთავაზებს.

ამის შესახებ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„მე გავიგე, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიიწვია ტრამპი კიევში, რათა სწრაფად ეპოვა გამოსავალი, რადგან ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტად სურთ მშვიდობა და ომის დასრულებისკენ ისწრაფვიან, რა თქმა უნდა, უკრაინელები არიან“, – აღნიშნა ბორელმა.

მანამდე ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ თუ ის 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს, მას აქვს გეგმა, რომელიც უკრაინასა და რუსეთს შორის ომს 24 საათში მოაგვარებს. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის მზადაა, კიევში მიიღოს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, თუმცა იმ პირობით, თუ ტრამპს მართლაც შეუძლია დაპირების შესრულება და რუსეთთან ომის 24 საათში დასრულება.