ჯოზეფ ბორელი – 8 მარტის შეთანხმება ისტორიული მიღწევა იყო, ვიმედოვნებთ, ვნახავთ ყველა მხარის მხარდაჭერას საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ
8 მარტის შეთანხმება საქართველოში ისტორიული მიღწევა იყო, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ შეთანხმების განხორციელებას ბრიუსელი აქტიურად დააკვირდება.
„8 მარტის შეთანხმება საქართველოში ისტორიული მიღწევა იყო. როგორც შემდგომი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ვნახავთ ყველა მხარის მხარდაჭერას საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ ახალი საარჩევნო სისტემისთვის. ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება 8 მარტის ვალდებულებების განგრძობად განხორციელებას არჩევნების გათვალისწინებით“, – წერს ჟოზეფ ბორელი.
8 March agreement in Georgia was a historic achievement. As next crucial step, we hope to see support by all sides to constitutional amendments for a new election system. The EU will monitor closely the continued implementation of all 8 March commitments in view of elections
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) June 19, 2020