ჯოვინო ფლამარიონმა „ვალანსიენში“ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა, მიქაუტაძეს არ უთამაშია #1TVSPORT
ჯოვინო ფლამარიონმა „ვალანსიენში“ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა, მიქაუტაძეს არ უთამაშია #1TVSPORT

ჯოვინო ფლამარიონმა „ვალანსიენში“ სადებიუტო თამაში საფრანგეთის თასზე ჩაატარა – ბათუმის „დინამოს“ ყოფილი თავდამსხმელი და ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი რანგით მეექვსე ლიგის „სარგემინის“ წინააღმდეგ შეხვედრაში მოედანზე 72-ე წუთზე შევიდა. „ვალანსიენმა 2:0 მოიგო და მომდევნიო ეტაპზე გავიდა.

გიორგი მიქაუტაძე „მეცში“ დაბრუნდა, მაგრამ „კლერმონთან“ არ უთამაშია. საფრანგეთის თასის 1/32-ფინალური შეხვედრა გიორგის გუნდმა საკუთარ მოედანზე ჩაატარა. „მეცი“ 22-ე წუთზე სენეგალელმა მცველმა, სადიბუ სანემ დააწინაურა. 48-ე წუთზე გაბონელმა თავდამსხმელმა, ჯიმ ალევინამ წონასწორობა აღადგინა და ძირითადი დრო ფრედ დასრულდა.

გამარჯვებულის გამოსავლენად პირდაპირ პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც „კლერმონმა“ უკეთ შეასრულა, 3:1 მოიგო და საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.