ჯოვინო ფლამარიონი - ბათუმის „დინამოში“ არ ვრჩები #1TVSPORT
ჯოვინო ფლამარიონი - ბათუმის „დინამოში“ არ ვრჩები #1TVSPORT

ჯოვინო ფლამარიონი ბათუმის „დინამოს“ ტოვებს და კარიერას უცხოეთში გააგრძელებს – ამის შესახებ თავდამსხმელმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

„ბათუმის „დინამოში“ არ ვრჩები, მივდივარ“, – ასეთი მოკლე და ლაკონური პასუხით შემოიფარგლა საქართველოს პირველ არხთან ჯოვინო ფლამარიონი, მაგრამ გააგრძელებს თუ არა კარიერას ისრაელში, სადაც ერთ-ერთ კლუბთან წინასწარი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული, აღარ დაუკონკრეტებია.

ივნისში გამოცემა Sport5.co.il-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმის „დინამოს“ თავდამსხმელი კარიერას ისრაელის ჩემპიონატში, „ბნეი სახნინში“ გააგრძელებდა, რომლის პრეზიდენტი – მოჰამედ აბუ იუნესი ზაფხულში დუბაიში დასასვენებლად მყოფ ბრაზილიელს ესაუბრა და მანაც ისრაელის უმაღლესი დივიზიონის (ლიგატჰა’ალი) კლუბში თამაშის სურვილი გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის „დინამოს“ თავდამსხმელი ჯოვინო ფლამარიონი 4 დეკემბერს ეროვნული ლიგის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, რომელიც სასტუმრო „გრანდ შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა, 2023 წლის სეზონის საუკეთესო თავდამსხმელად და საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და საჩუქრად Dodge Challenger-ი გადასცეს.

ამას გარდა, ჯოვინო, ​ზორან მარუშიჩსა და ზურაბ მუსლიანთან ერთად, ეროვნული ლიგის თანაბომბარდირია (17 გოლი), ის ასევე სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.