ჯოვანი დი ლორენცომ „ნაპოლისთან“ ახალი ხელშეკრულება გააფორმა #1TVSPORT
„ნაპოლის“ კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ კლუბთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის მიხედვით, გუნდის კაპიტანი ნეაპოლურ გუნდში 2030 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.
დი ლორენცო „ნაპოლის“ წევრი 2019 წელს გახდა, ის გუნდს „ემპოლიდან“ შეუერთდა. აღნიშნულ პერიოდში იტალიელმა ნეაპოლური გუნდის მაისურით 307 მატჩი ჩაატარა.
დი ლორენცოს ანგარიშზე 20 გოლია. მასთან ერთად გუნდმა ორჯერ მოიგო იტალიის სერია A – 2023 და 2025 წლებში.