ჯორჯიის შტატში საპრეზიდენტო არჩევნებზე მიცემულ ხმებს ხელით გადაითვლიან
ჯორჯიის შტატში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე მიცემულ ხმებს ხელით გადაითვლიან. ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანმა გააკეთა.
„ეს იქნება ბოლო გადათვლა. ეს იქნება აუდიტი, განმეორებითი ანალიზი და გადათვლა – ყველაფერი ერთად“, – განაცხადა ბრედ რაფენსპერგერი.
ჯორჯიის შტატში დღეს არსებული მონაცემებით, 14 000 ხმით ლიდერობს დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი.
შეგახსენებთ, რომ ამერიკულმა და საერთაშორისო მედიამ გააკეთა პროგნოზი, რომლის მიხედვითაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს.
აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არჩევნებში მარცხი ამ დრომდე არ უღიარებია.