ჯორჯიის შტატში ქალაქის შეძენა 1,7 მილიონ დოლარად არის შესაძლებელი
ჯორჯიის შტატში ქალაქის შეძენა 1,7 მილიონ დოლარად არის შესაძლებელი

ჯორჯიის შტატში მდებარე ქალაქი ტუმსბორო აუქციონზე გაიყიდება. ქალაქის საწყისი ფასი 1,7 მილიონი დოლარია. როგორც ამერიკული ვებგვერდი Craigslist-ი წერს, ქალაქის მყიდველი ტუმსბოროში არსებულ საცხოვრებელ სახლებთან ერთად, მიიღებს ასევე ქალაქში მდებარე რესტორნებს, სასტუმროებს, წისქვილს და ოპერის თეატრსაც კი.
ქალაქის საწყისი ფასი 1,7 მილიონი დოლარია, რაც ნიუ იორკში ფეშენებელური ბინის ღირებულებას უტოლდება.

როგორც ამერიკული მედია წერს, ქალაქში ასევე არის საბანკეტო დარბაზი, სილამაზის სალონი, ბანკის შენობა, სარკინიგზო დეპო და ხელოვნური ტბაც. ეს ყველაფერი ქალაქის მყიდველის მფლობელობაში გადავა.

„ქალაქის მყიდველებმა უნდა გააცნობიერონ ტუმსბოროს უნიკალურობა და მისი ისტორიული სახის შენარჩუნების მნიშვნელობა“, – ნათქვამია ქალაქის ამჟამინდელი მფლობელების განცხადებაში. მათ იმედი აქვთ, რომ ტუმსბორო გაყიდვის შემდეგ, ღია ცის ქვეშ მდებარე მუზეუმის ფუნქციას შეიძენს და ტურისტებისთვის მიმზიდველი გახდება.
ქალაქი ტუმსბორო XIX-ე საუკუნის მეორე ნახევარში აშენდა. მისი ფართობი 4,9 კვადრატული კილომეტრია. ქალაქში სულ 700 ადამიანი ცხოვრობს.