ჯორჯიის შტატში „კეი-ეფ-სი“ მომხმარებლებს მცენარეული კომპონენტებით დამზადებულ ქათმის ფრთებს შესთავაზებს
ჯორჯიის შტატში „კეი-ეფ-სი“ მომხმარებლებს მცენარეული კომპონენტებით დამზადებულ ქათმის ფრთებს შესთავაზებს

სწრაფი კვების ობიექტი „კეი-ეფ-სი“ მომხმარებლებს მცენარეული კომპონენტებით დამზადებულ ქათმის ფრთებს შესთავაზებს.

ტელეკომპანია „ენბისის“ ცნობით, ექსპერიმენტული კერძის გასინჯვა პირველ ეტაპზე ჯორჯიის შტატში მდებარე ობიექტში იქნება შესაძლებელი.

ახალი პროდუქტი კალიფორნიული სტარტაპბიონდ მითს“ ეკუთვნის, რომელიც 2016 წელს ამერიკელმა მილიარდერმა ბილ გეითსმა და მსახიობმა ლეონარდო დიკაპრიომ დააფინანსეს. თავდაპირველად კომპანია მცენარეული ბურგერების დამზადებას აპირებდა, რომლის გემო ხორცის ბურგერებისგან არ განსხვადება. ფარში, რომლისაგანაც ასეთი ბურგერი მზადდება ბრინჯის, ბარდის, აზიური ლობიოს და ჭარხლის წვენის ნაზავს წარმოადგენს.

მცენარეული ქათმის ფრთების ინგრედიენტები ჯერ უცნობია, თუმცა სწრაფი კვების ობიექტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს კერძი ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვისაა განკუთვნილი.