ჯორჯიის შტატის სასამართლომ დონალდ ტრამპის სარჩელი არ დააკმაყოფილა
ჯორჯიის შტატის სასამართლომ დონალდ ტრამპის სარჩელი არ დააკმაყოფილა

ჯორჯიის შტატის სასამართლომ დონალდ ტრამპის სარჩელი არ დააკმაყოფილა. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის საარჩევნო შტაბში ამტკიცებდნენ, რომ ჯორჯიის ერთ-ერთ უბანზე ბიულეტენების დათვლა წესების დარღვევით მიმდინარეობდა.

როგორც ტრამპის შტაბში აცხადებდნენ, საარჩევნო კომისიის წევრები ითვლიდნენ ბიულეტენებს, რომლებიც ფოსტით მას შემდეგ მიიღეს, როცა კანონით განსაზღვრული ვადა ამოწურული იყო.

სიენენის“ ინფორმაციით, ტრამპის შტაბმა სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ქალაქ სავანას ადმინისტრაციuლ ცენტრ ჩატემში დარღვევა ერთ-ერთმა დამკვირვებელმა შენიშნა. სულ საუბარია 56 ბიულეტენზე.

სასამართლომ ჩათვლა, რომ კანონი არ დარღვეულა და ტრამპის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ჯორჯია ერთ-ერთია იმ ხუთ შტატს შორის, სადაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული ჯერ არ გამოუცხადებიათ. ამჟამად, წინასწარი მონაცემებით, ლიდერობს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. თუმცა მას და ჯო ბაიდენს შორის სხვაობა 0,5%-ს შეადგენს.

ამასთან, დონალდ ტრაპის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჯორჯიაში ტრამპი დამარცხდება, მაშინ ისინი ხმების გადათვლას მოითხოვენ.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. გამარჯვებულის ვინაობა კი ამ დრომდე უცნობია. ამ ეტაპზე ჯო ბაიდენი ლიდერობს, თუმცა ტრამპი გამარჯვების შანსს ინარჩუნებს.