ჯორჯიაში მსჯავრდებულ მამაკაცს ეძებენ, რომელიც საპატიმროდან შეცდომით გაათავისუფლეს

15:42, 29.10.2019

ჯორჯიის შტატში სამართალდამცველები ბავშვის გაუპატიურებისთვის მსჯავრდებულ მამაკაცს ეძებენ, რომელიც საპატიმროდან შეცდომით გაათავისუფლეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსი“ იუწყება.

​როგორც ჯორჯიის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, 31 წლის ტონი მეიკონ მუნოს-მენდესმა ციხე 25 ოქტომბერს შეცდომით დატოვა. მას სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

მუნოს-მენდესის სწრაფად დასაკავებლად მობილიზებულია ყველა რესურსი“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში. ამასთან, დაუდგენელია, თუ რა გარემოებებმა გამოიწვია სამუდამო პატიმრობამისჯილის შეცდომით გათავისუფლება.

10 წლამდე გოგონაზე სექსუალური ძალადობისთვის მუნოს-მენდესი 2015 წლის აპრილიდან იხდიდა სასჯელს.

მსგავსი