„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - გადაერთებითი სამუშაოების გახანგრძლივების გამო, ზოგიერთ რაიონში წყალმომარაგების აღდგენა 19:00 საათამდე გადავადდა
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - გადაერთებითი სამუშაოების გახანგრძლივების გამო, ზოგიერთ რაიონში წყალმომარაგების აღდგენა 19:00 საათამდე გადავადდა

მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები, რომელსაც თბილისის მერიის დაკვეთით შპს „კომპანია ბლექ სი გრუპი“ ახორციელებს, გახანგრძლივდა, რამაც წყალმომარაგების აღდგენის გადავადება გამოიწვია. ამის შესახებ აღნიშნულია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებაში.

„წყალმომარაგება, შპს „კომპანია ბლექ სი გრუპის“ მიერ სამუშაოების დასრულების შემდეგ, დღეს, 19:00 საათზე აღდგება. სამუშაოების მიმდინარეობის დროს წყალმომარაგება შეზღუდული აქვთ:

საბურთალოს რაიონში:

ვაჟა-ფშაველას I-VII კვარტლებს, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, ნუცუბიძის ქუჩის ნაწილს, ნუცუბიძის I-V მიკრორაიონებს და კვარტლებს. ზემო ვეძისის დას. N55, დელისის I, II, III და დელისის ქუჩას, ქავთარაძის, პოლიტკოვსკაიას (ჯიქიას), სანდრო ეულის, შავგულიძის, უნივერსიტეტის I შესახვევს, გამრეკელისა და მიმდებარე ქუჩებს. ბუდაპეშტის, ლვოვის, ონიაშვილისა და ასათიანის ქუჩების ნაწილს.

დიღომი 7-ს, ჩოხელის ქუჩის შესახვევებს და ჩიხებს, ფერაძის ქუჩის შესახვევებს და I ჩიხს, მუხათგვერდის, ციციშვილის, ძნელაძისა და მიმდებარე ქუჩებს.

სოფელ დიღომში: ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის, უგრელიძის, სვეტიცხოვლის, ანდრონიკაშვილის, შერმადინის, გიორგი ბრწყინვალეს, დიდგორის, ათონელის, და მიმდებარე ქუჩებს. სოფელ ძველ ვეძისს.

გლდანის რაიონში:

ზაჰესში: წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, თავისუფლების, კეცხოველის, ავჭალის და მიმდებარე ქუჩებს.

მცხეთის რაიონში: სოფელ ნატახტარს, ქალაქ მცხეთას, სოფელ წიწამურს.