„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ საბურთალოს რაიონში, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო

15:19, 10.06.2021

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, კომპანამ ნუცუბიძის პლატოზე, IV მიკრორაიონში, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის გასაახლებლად სამუშაოები დაიწყო.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ახლით შეიცვლება 1.5 კმ-ზე მეტი სიგრძის მოძველებული ქსელი.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური ჯგუფები ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს, საკვანძო ჭებსა და სახანძრო ჰიდრანტებს მოაწყობენ.

აღნიშნულ პროექტში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 500 000-ზე მეტი ლარის ინვესტიციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ლეო და ნოდარ გაბუნიებისა და მიმდებარე ქუჩებზე 1100-ზე მეტ აბონენტს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება მომსახურების ხარისხი. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“ი აქტიურად აგრძელებს თბილისის სხვადასხვა რაიონში მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი