„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, მათი კონტრაქტორების ნაწილმა ორი დღეა, უარი განაცხადა სამუშაოს შესრულებაზე და კომპანია მათთან საკითხების გადასაწყვეტად მუშაობს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, მათი კონტრაქტორების ნაწილმა ორი დღეა, უარი განაცხადა სამუშაოს შესრულებაზე და კომპანია მათთან საკითხების გადასაწყვეტად მუშაობს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, მათი კომპანიის კონტრაქტორების ერთმა ნაწილმა ორი დღეა, უარი განაცხადა სამუშაოს შესრულებაზე.

კომპანიის ცნობით, მენეჯმენტი მაქსიმალურ ძალისხმევას იყენებს შექმნილი ვითარების განსამუხტად და პრობლემური საკითხების ოპტიმალური გზით გადასაწყვეტად.

„მათი ვალდებულებები განსაზღვრულია კონკრეტული ხელშეკრულებით, რომლის პირობებსაც არღვევენ თავიანთი ქმედებებით.

ერთი მხრივ, ისინი არ ასრულებენ მოვალეობებს, თანაც ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, მეორე მხრივ კი, სხვებსაც ხელს უშლიან სამუშაოს შესრულებაში, რითაც აფერხებენ კომპანიის მიმდინარე საქმიანობას.

მიუხედავად ამისა, კომპანიის მენეჯმენტი მაქსიმალურ ძალისხმევას იყენებს შექმნილი ვითარების განსამუხტად და პრობლემური საკითხების ოპტიმალური გზით გადასაწყვეტად“, – აცხადებენ კომპანიაში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ავტოსატრანსპორტო დეპარტამენტის კონტრაქტორი თანამშრომლები გაიფიცნენ.