„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აცხადებს, რომ  სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებსა და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს.

კომპანია აცხადებს, რომ წყლის შესაძლო დაბუძნურებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება.

„დღეს, დღის განმავლობაში ვრცელდებოდა დეზინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, თბილისში სასმელი წყლის ხარისხი არ არის შესაბამისობაში დადგენილ სტანდარტთან.

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ აცხადებენ, რომ კომპანიის ლაბორატორიის სპეციალისტები სასმელი წყლის ხარისხს ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში აკონტროლობენ. წყლის დამუშავება კი, ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური და სათავე ნაგებობების ლაბორატორიები კი, აკრედიტებულია საერთაშორისო სტანდარტის (სსტ ისო/იეკ 17025:2010) შესაბამისად. აკრედიტაციის ცენტრი ყოველწლიურად აკონტროლებს ლაბორატორიების მუშაობის ხარისხს.