„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ – სამგორის რაიონში წყლის მიწოდება შეიზღუდება

06:37, 22.03.2019

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, სამგორის რაიონი, აეროდრომის დასახლების X ქუჩაზე, გადაერთებითი სამუშაოების მიზნით, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის დღეს, 11:00 სთ-დან 20:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება სამგორის რაიონში: აეროდრომის დასახლების VIII, X ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს”, – აცხადებენ კომპანიაში.

მსგავსი