„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - საგურამოს სათავე ნაგებობის დატბორვისა და წყლის ამღვრევის საფრთხის გამო, თბილისის ზოგიერთ რაიონს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - საგურამოს სათავე ნაგებობის დატბორვისა და წყლის ამღვრევის საფრთხის გამო, თბილისის ზოგიერთ რაიონს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება.

მათივე ცნობით, მცხეთა-მთიანეთის რაიონში ძლიერი წვიმით გამოწვეულმა უხვმა ნალექმა დატბორა საგურამოს ტერიტორია, მათ შორის დაიტბორა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საგურამოს სათავე ნაგებობა, რამაც შექმნა სასმელი წყლის ამღვრევის საფრთხე.

როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ აცხადებენ, ს​ტიქიით გამოწვეული მოვლენების გათვალისწინებით, წყლის ამღვრევის პრევენციის მიზნით, წყალმომარაგება შეეზღუდა დღეს, 7 ივნისს 19:30 საათიდან 8 ივნისის დღის 12:00 საათამდე: ვაკე-საბურთალოს რაიონში – ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, თამარაშვილის ქუჩის ნაწილს, ტაბიძის, რაზმაძის, მცხეთის, ბარნოვის, ფალიაშვილის, რამიშვილის და მიმდებარე ქუჩებს; ვაჟაფშაველას I-VII კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას ქუჩის ნაწილს, ნუცუბიძის ქუჩას, ნუცუბიძის I-V მიკრორაიონებს, გელოვანის, მიქელაძის, დელისის, თავხელიძის, ქავთარაძის, პოლიტკოვსკაიას, სანდრო ეულის, ბუდაპეშტის, ონიაშვილისა და ასათიანის და მიმდებარე ქუჩებს; ყაზბეგის გამზირების ნაწილს, ბახტრიონის, პეკინის, კოსტავას, ალექსიძის, გაგარინის, კანდელაკის, გელოვანის, ზემოვეძისის, ცინცაძის, მიცკევიჩის, გამრეკელის და მიმდებარე ქუჩებს; აღმაშენებლის ხეივანს, ფარსადანის, ბობუოლშის, ნასიძე, 13 ასურელიმამის და მიმდებარე ქუჩებს.

სოფელ დიღომში – სვეტიცხოვლის, ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის, გიორგი ბრწყინვალის, ფარნავაზის და მიმდებარე ქუჩებს, დიღომი 7-ს; სოფელ ძველ ვეძისს.

მთწმინდა-კრწანისის რაიონში-ზანდუკელის, ქიაჩელის, ჭოველიძის, გოგებაშვილის, მელიქიშვილის, ბელინსკის, ახვლედიანის, გრიბოედოვის, ლაღიძის, ქიქოძის,ჭონქაძის, ამაღლების, ლერმონტოვის, მაჩაბელის, ტაბიძის, დადიანის, ჯანაშიას, პეტრიაშვილის, ქუთათელაძის, კოტე აფხაზის, ორთაჭალის, საიათნივას, ხანძთელის, ლადო ასათიანის, ბეთლემის, გორგასლის, გუნიას და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში – მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, უშანგი ჩხეიძის, ბალანჩინის ქართულ-ამერიკულიმეგობრობის გამზირს, ბელიაშვილის, ლუბლიანას და მიმდებარე ქუჩებს.

გლდანის რაიონში – ზაჰესში: წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, თავისუფლების, კეცხოველის, მაყაშვილის, ცქიტიშვილის ქუჩებს. ქალაქ მცხეთას, წეროვანის დასახლებას,სოფელ ნატახტარს და სოფელ წიწამურს.