„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მთაწმინდის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მთაწმინდის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მთაწმინდის რაიონში, ფუნიკულიორი 2-ის სატუმბო სადგურში, დღეს ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 14:00 სთ-დან 16:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება მთაწმინდის რაიონში სოფელ ოქროყანას​.

„წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს“,- აცხადებენ კომპანიაში.