„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით აბონენტებს რეკომენდაციით მიმართავს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით აბონენტებს რეკომენდაციით მიმართავს

10 იანვრიდან 15 იანვრამდე მოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით, წყალსადენი სისტემისა და აღრიცხვის კვანძის მოყინვის თავიდან აცილების მიზნით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის ზედა ზონებსა და კერძო სახლებში მცხოვრებ აბონენტებს რეკომენდაციით მიმართავს.

კომპანიის რეკომენდაციაა, რომ ღია სივრცეში განლაგებული წყალსადენი ქსელები შეიფუთოს, ასევე ღამით მოშვებული იყოს ონკანი.

„სასურველია, შეფუთოთ თქვენს კუთვნილებაში არსებული ღია სივრცეში და ზედაპირულად განლაგებული აღრიცხვის კვანძები და წყალსადენი ქსელები.

ასევე, რეკომენდებულია, ღამის განმავლობაში მოშვებული დატოვოთ ონკანი წყლის მცირე დინებით. ამავე პერიოდში, იმ აბონენტებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან, როგორც საყოფაცხოვრებო ანუ ფიზიკური პირი, წყლის ჭარბი მოხმარების საფასური დაუკორექტირდებათ განცხადებით მომართვის საფუძველზე“, – მიმართავს კომპანია მოსახლეობას.