„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებლებს მოუწოდებს, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, მაქსიმალურად ისარგებლონ დისტანციური მომსახურების სერვისით
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებლებს მოუწოდებს, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, მაქსიმალურად ისარგებლონ დისტანციური მომსახურების სერვისით

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებლებს მოუწოდებს, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ისარგებლონ დისტანციური მომსახურების სერვისით.

კომპანიაში განმარტავენ, რომ გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, 24 ნოემბრიდან ზღუდავენ ისნის რაიონში, შუამთის ქუჩა N10ბ-სა და გლდანის რაიონში, აკაკი ვასაძის ქუჩა N12-ში მდებარე სერვის ცენტრებში ვიზიტს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მოსახლეობისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით აგრძელებს მომხმარებლების დისტანციურ რეჟიმში მომსახურებას. კომპანია, გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ხვალ, 24 ნოემბრიდან ზღუდავს ისნის რაიონში, შუამთის ქუჩა N10ბ-სა და გლდანის რაიონში, აკაკი ვასაძის ქუჩა N12-ში მდებარე სერვის ცენტრებში ვიზიტს.

არსებულ ვითარებაში ჯივიპი მოუწოდებს მომხმარებლებს, მაქსიმალურად ისარგებლონ დისტანციური მომსახურების სერვისით. აუცილებლობის შემთხვევაში, ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით, მომხმარებლებს ადგილზე ვიზიტი და მომსახურების მიღება შეუძლიათ თბილისში, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10-ში (სათავო ოფისის მიმდებარედ) და მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სერვის ცენტრებში. რაც შეეხება რუთავის წყლის მომხმარებლებს, მომსახურების მიღება შეუძლიათ როგორც სერვის ცენტრში, ასევე დისტანციურად.

დისტანციური მომსახურებისთვის ნებისმიერი განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა შესაძლებელია ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]. განცხადების დარეგისტრირებისა და პროცესის დასრულების შემდეგ მომხმარებელი კომპანიის პასუხს ასევე ელექტრონული ფოსტით მიიღებს. დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.