„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კრწანისის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კრწანისის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კრწანისის რაიონში, ხვიტიას და დადიანის ქუჩების კვეთაზე, წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთების მიზნით, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, დღეს 22:00 საათიდან, 9 ივნისის, დილის 07:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება კრწანისის რაიონში, სოფელ ფონიჭალას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი„ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოები მოკლე დროში დაასრულოს“, – ნათქვამია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.