„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ – კომპანიის ცხელ ხაზთან მომხმარებლების დაკავშირება, ტექნიკური ხარვეზის გამო, დროებით შეზღუდულია

17:04, 20.01.2023

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცხელ ხაზთან – 293 11 11 მომხმარებლების დაკავშირება ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეზღუდულია. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

„სატელეფონო ქსელში ტექნიკური შეფერხება დაფიქსირდა დღეს, 20 იანვარს 15:00 საათიდან. აღნიშნულ პერიოდში მომხმარებლებს კომპანიასთან დაკავშირება შეუძლიათ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ფეისბუქგვერდისა და ვებგვერდის ონლაინ ჩათის საშუალებით.

საკომუნიკაციო ქსელში ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრისთანავე კომპანიის ცხელი ხაზის მომსახურება აღდგება“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

მსგავსი