„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - გლდანისა და ნაძალადევის რაიონში წყალმომარაგება დროებით შეიზღუდება
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - გლდანისა და ნაძალადევის რაიონში წყალმომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, გამრიცხველიანების პროექტის ფარგლებში, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 21 თებერვლის 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება ნაძალადევის რაიონში: ურეკის, ბარამიძის (გარიშვილები), ველისციხის, კაკაბაძის, სადმელის, სიხარულიძის, გარიყულის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს გლდანის რაიონშიც, რის გამოც დღეს, 11:00 სთ-დან20:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება გლდანის რაიონში: ზარზმის, ილორის, იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს” – აცხადებენ კომპანიაში.