„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - გლდანი-ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონების აბონენტების ნაწილს დღეს, 16:00 საათიდან 26 თებერვლის 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - გლდანი-ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონების აბონენტების ნაწილს დღეს, 16:00 საათიდან 26 თებერვლის 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, დღეს, 25 თებერვალს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბანში, XI მ/რ-ს III კვარტლის N41ა კორპუსის მიმდებარედ წყალსადენის მაგისტრალურ მილზე დაზიანების აღსადგენად გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

მათივე ცნობით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური ბრიგადები ადგილზეა მობილიზებული და მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. დაზიანების აღმოსაფხვრელად რთული ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები 24-საათიან ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 25 თებერვლის 16:00 საათიდან 26 თებერვლის 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

გლდანი-ნაძალადევის რაიონში: გლდანის „ა“ და I-IV მ/რ-ებს, შეშელიძის, ვეკუას, ბოჭორიშვილის, ხიზანიშვილის და მიმდებარე ქუჩებს. სვირის, თოდრიას, ჟღენტის, გომარეთის, ლოტკინის მთის, სამღერეთის, ლაითურის, ხუდადოვის, ბეჟანიშვილის, თმოგვის, დაისის, ჯავის, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, ლომთათიძის, ზედაზენის, ახალ მოწამეთას, მუხრანის, გლინკას, გარეჯელის, ნაგომარის, ბოგვის და მიმდებარე ქუჩებს.

ზღვის უბნის IV მ/რ-ს, III და XI მ/რ-ების ნაწილს, ზღვის უბნის IX-X კვარტლებს, სანზონის კორპუსებს, გურამიშვილის გამზირს, დადიანის ქუჩის ნაწილს და II მ/რ-ს; სადმელის, კაკაბაძის, სარაჯიშვილის, ჩარგლის, ჟინვალის, ზიგზაგის, გვაზაურის, სანერგეს, სააკაძის, სვანეთის, ლეჩხუმის, ჯანელიძის, ხევსურეთის, წიკლაურის, ქვიშხეთის, ერწოს, ხევისუბნის, ზვარეთის, ბჟოლეთის, ერისთავის, ზესტაფონის, მახინჯაურის, ინწკირველის, ხიმშიაშვილის, ხევსურეთის, ღრმაღელის, კნოლევის, ლიახვის, ქსოვრელის, რიონჰესის, გუდამაყრის, სიხარულიძის, ღოღობერიძის, იმერეთის და მიმდებარე ქუჩებს.

ჩუღურეთის რაიონში: მეუნარგიას, ზაზიშვილის, წრომის და ქებურიას ქუჩებს. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.