„ჯივიპი“ - უხვი ნალექის შედეგად ჩოლოყაშვილის ქუჩაზე დაზიანდა საკანალიზაციო ქსელი და საგზაო ინფრასტრუქტურა, სისტემის გადატვირთვა გამოიწვია თვითნებურად დაერთებულმა შიდა სანიაღვრე სისტემებმა
„ჯივიპი“ - უხვი ნალექის შედეგად ჩოლოყაშვილის ქუჩაზე დაზიანდა საკანალიზაციო ქსელი და საგზაო ინფრასტრუქტურა, სისტემის გადატვირთვა გამოიწვია თვითნებურად დაერთებულმა შიდა სანიაღვრე სისტემებმა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, 11 სექტემბერს ჩოლოყაშვილის ქუჩაზე უამინდობისა და უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახლადრეაბილიტირებული საკანალიზაციო ქსელი და საგზაო ინფრასტრუქტურა.

მათივე ცნობით, სისტემის გადატვირთვა გამოიწვია თვითნებურად დაერთებულმა შიდა სანიაღვრე სისტემებმა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და მაქსიმალურად მოკლე დროში უზრუნველყოფს დაზიანებების აღდგენას.