„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - ბახტრიონის სატუმბო სადგურზე დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოები გადაიდო და წყალმომარაგება აღარ შეიზღუდება
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - ბახტრიონის სატუმბო სადგურზე დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოები გადაიდო და წყალმომარაგება აღარ შეიზღუდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, ბახტრიონის სატუმბო სადგურზე დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოები გადაიდო და წყალმომარაგება აღარ შეიზღუდება.

„დღეს, 15 ოქტომბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ ბახტრიონის სატუმბო სადგურზე დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოები გადაიდო.

აღნიშნულთან დაკავშირებით, აბონენტებს 15 ოქტომბრის 15:00 საათიდან 16 ოქტომბრის 07:00 საათამდე წყალმომარაგება აღარ შეეზღუდებათ.

ბახტრიონის სატუმბო სადგურზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ დეტალურ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წინასწარ გაავრცელებს“, – აცხადებენ კომპანიაში.

დატოვე კომენტარი