„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - 30 დეკემბერს, 21:00 საათიდან 31 დეკემბრის 16:00 საათამდე თბილისში რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - 30 დეკემბერს, 21:00 საათიდან 31 დეკემბრის 16:00 საათამდე თბილისში რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, 30 დეკემბერს, ნაძალადევის რაიონში, ქუთათელაძის ქუჩა N54-ის მიმდებარედ, gwp-ის წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათი ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები.

„მილის დაზიანებული მონაკვეთიდან წყლის ნაკადის შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. რთულ აღდგენით სამუშაოებს კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ინტენსიურ რეჟიმში განახორციელებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 30 დეკემბერს, საღამოს 21:00 საათიდან 31 დეკემბრის 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში: გეგუთის, ასურეთის, კურსების, წერონისის, თოდრიას ქუჩებს; ლოტკინის მთას; ხუდადოვის, ბეჟანიშვილის, დაისის, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, ლომთათიძის, მუხრანის, გარეჯელის, შენგელაიას, ზღვის უბნის მე-3 მიკრორაიონის I კვარტალს, ზღვის უბნის მე-11 მიკრორაიონის I-IV კვარტალებს, ზღვის უბნის მე-4 მიკრორაიონს, ზღვის უბნის IV-IX, X, Xა Xბ კვარტლებს, ჩარგლის, გვაზაურის, სვანეთის, ჯანელიძის, ხევსურეთის, წიკლაურის, ურიდიას, დადიანის მე-2 მ/რ-ს, სანზონის კორპუსებს, გურამიშვილის გამზირს, დადიანის ქუჩის ნაწილს, ზესტაფონის, რკინიგზის, მანჯგალაძის, ღრმაღელეს, რიონჰესის, კურნატოვის, სართანიას, ღოღობერიძის, იმერეთის და მიმდებარე ქუჩებს.

გლდანის რაიონში: გლდანის „ა“ და I-IV მიკრორაიონებს, შეშელიძის, ვეკუას, გმირ კურსანტთას, ქერჩის, ხიზანიშვილის, მეგობრობის და მიმდებარე ქუჩებს; თიანეთის გზატკეცილს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის საშუალებით – http://www.gwp.ge“,- აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.