„ჯორჯიან მანგანეზი“ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს
„ჯორჯიან მანგანეზი“ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში 55 წლის მუშის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილი თანამშრომლის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

„ზესტაფონის ფეროშერნადნობთა ქარხანაში უბედური შემთხვევის შედეგად 55 წლის მუშა გარდაიცვალა. დავით ძაბირაძე სარემონტო-სამშენებლო საამქროს თანამშრომელი იყო. სამუშაოს შესრულების დროს იგი მე-4 საამქროს სახურავიდან გადმოვარდა. მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილი თანამშრომლის ოჯახს სამძიმარს უცხადებს“, – ნათქვამია განცხადებაში.