„ჯორჯიან მანგანეზი“ - კომპანიასა და პროტესტის მონაწილეებს შორის შეთანხმება შედგა, შუქრუთის მცხოვრებლებმა შიმშილობა შეწყვიტეს
„ჯორჯიან მანგანეზი“ - კომპანიასა და პროტესტის მონაწილეებს შორის შეთანხმება შედგა, შუქრუთის მცხოვრებლებმა შიმშილობა შეწყვიტეს

„ჯორჯიან მანგანეზსა“ და პროტესტის მონაწილეებს შორის შეთანხმება შედგა – სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა შიმშილობა შეწყვიტეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ცნობით, კომპანიის შეთავაზებას პროტესტის ყველა მონაწილე დაეთანხმა.

„კონსტრუქციული მოლაპარაკებების შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ზიანის შეფასების შემთხვევაში მათ ექნებათ არჩევანის უფლება. ზიანის შეფასება განხორციელდეს არსებული მოდელით, რომლის შესახებ უკვე არსებობს ჩანაწერი სოფელს და კომპანიას შორის გაფორმებულ მემორანდუმში ან მათივე მოთხოვნის მიხედვით ზიანის შეფასება უზრუნველყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება დოკუმენტით დადასტურდა და მას იურიდიული ძალა აქვს. ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს თან ერთვის „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის და პროტესტის მონაწილეთა ხელმოწერები“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი