„ჯორჯიან ეარვეიზმა“ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით ფრენები დროებით გააუქმა
„ჯორჯიან ეარვეიზმა“ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით ფრენები დროებით გააუქმა

„ჯორჯიან ეარვეიზის“ ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ის რეგულაციებისა და რამდენიმე ქვეყნის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, ნოემბრის თვეში ფრენები შემცირდა.

„22 ნოემბერი – თბილისი-ვენა-თბილისი – გაუქმებულია; 18, 25 ნოემბერი – თბილისი-ბერლინი-თბილისი – გაუქმებულია; 13, 20, 27 ნოემბერი – თბილისი-პარიზი-თბილისი – გაუქმებულია. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს სალაროებსა და გაყიდვების ოფისებს. გადაჯავშნა, ან ვაუჩერის მოთხოვნა შესაძლებელია შემდეგ მეილებზე: [email protected]; [email protected], – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.