„ჯორჯიან ეარვეისი“ - თელ ავივის მიმართულების გარდა, „ჯორჯიან ეარვეისის“ ყველა რეისი შეუფერხებლად სრულდება
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ განრიგის მიხედვით ასრულებს ყველა რეისს, თბილისი-თელ ავივი-თბილისის მიმართულების გარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას „ჯორჯიან ეარვეისი“ ავრცელებს.
„თელ ავივის მიმართულებით დაგეგმილი რეისები, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გაუქმებულია 16 ივნისის საღამომდე. სხვა მიმართულებებით დაგეგმილი ყველა რეისი შეუფერხებლად სრულდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.