„ჯორჯიან ეარვეისი“ - თელ-ავივი-თბილისის რეისისთვის ბილეთების გაყიდვები დღეს, თბილისის დროით 12.00 საათზე გაიხსნება
„ჯორჯიან ეარვეისი“ - თელ-ავივი-თბილისის რეისისთვის ბილეთების გაყიდვები დღეს, თბილისის დროით 12.00 საათზე გაიხსნება

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ინფორმაციით, 18 აპრილს დაგეგმილ თელ-ავივი-თბილისის ავიარეისებზე ბილეთების გაყიდვა, დღეს თბილისის დროით 12.00 საათზე დაიწყება.

კომპანია ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ჯორჯიან ეარვეისის“ ცნობით, მოთხოვნა დიდია და შესაბამისად, ადგილები შეზღუდულია.

„დღეს, თბილისის დროით 12.00 საათზე გაიხსნება გაყიდვები თელ-ავივის რეისისთვის! დიდი მოთხოვნის გამო, ადგილები კვლავ შეზღუდულია! მგზავრებს, რომელთაც დიდი ხნის წინ ჰქონდა შეძენილი ბილეთები, გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთა მომსახურების ცენტრს (რომელიც ასევე შეეცდება დაგიკავშირდეთ, თუ საკონტაქტო დეტალები სწორად გაქვთ მითითებული ჯავშანში). რაც შეეხება ბილეთებს, რომელიც დღეს უნდა გაიყიდოს: წინასწარი დაჯავშნა არ არის შესაძლებელი, ასევე არ ხდება ბილეთების ხელმეორედ რეალიზაცია, სახელის შეცვლა ან ბილეთების დაბრუნება“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ჯორჯიან ეარვეისის“ ინფორმაციით, ერთი გზის, თელ-ავივი-თბილისის ბილეთი ფასი 199 ევროა. შესყიდვა შესაძლებელია მხოლოდ ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებსაიტზე.

თელ-ავივი-თბილისის ავიარეისი 18 აპრილს შესრულდება.