„ჯორჯიან ეარვეისი“ რომი-თბილისის რეისის მგზავრთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს
„ჯორჯიან ეარვეისი“ რომი-თბილისის რეისის მგზავრთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ რომის რეისის მგზავრთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, დაგეგმილ რომი-თბილისის ავიარეისზე ბილეთების გაყიდვა, დღეს თბილისის დროით 12.00 საათზე დაიწყება.

ერთი გზის, რომი-თბილისის ფასი 199 ევროს შეადგენს.

„დღეს, თბილისის დროით 12.00 საათზე, გაიხსნება გაყიდვები რომის რეისისთვის. დიდი მოთხოვნის გამო, ადგილები კვლავ შეზღუდულია. მგზავრებს, რომელთაც დიდი ხნის წინ ჰქონდათ შეძენილი ბილეთები, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთა მომსახურების ცენტრს (რომელიც ასევე შეეცდება დაგიკავშირდეთ, თუ საკონტაქტო დეტალები სწორად გაქვთ მითითებული ჯავშანში). რაც შეეხება ბილეთებს, რომელიც დღეს უნდა გაიყიდოს: წინასწარი დაჯავშნა არ არის შესაძლებელი, ასევე არ ხდება ბილეთების ხელმეორედ რეალიზაცია, სახელის შეცვლა, ან ბილეთების დაბრუნება. ერთი გზის, რომი-თბილისის ფასი: 199 ევრო. შესყიდვა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენს ოფიციალურ ვებსაიტზე“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი