„ჯორჯიან ეარვეისი“ პრაღა-ბათუმის რეისის მგზავრთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს
„ჯორჯიან ეარვეისი“ პრაღა-ბათუმის რეისის მგზავრთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

„ჯორჯიან ეარვეისი“ პრაღა-ბათუმის რეისის მგზავრთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, 2 მაისს დაგეგმილ პრაღა-ბათუმის რეისზე ბილეთების გაყიდვა დღეს, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

ერთი გზის ბილეთის ფასი 199 ევროა.

„დღეს, თბილისის დროით დღის 12 საათზე დაიწყება ბილეთების გაყიდვა რეისზე: პრაღა-ბათუმი, 2 მაისი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სპეცრეისზე არ ხდება ბილეთების წინასწარი დაჯავშნა, გადაყიდვა, ან სახელის შეცვლა, აგრეთვე ბილეთები არ ექვემდებარება დაბრუნებას. ბილეთის ფასი, პრაღა-ბათუმი: 199 ევრო (ერთი გზა). ბილეთების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენს ოფიციალურ ვებსაიტზე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.